თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა ჯაბა სამუშიამ რეჯეფ თაიფ ერდოღანის სახელობის რიზეს უნივერსიტეტის დელეგაციასთან სამუშაო შეხვედრა გამართა.
დელეგაცია თსუ-ს პროფესორის, ვიცე-რექტორ ნები გუმუშის ხელმძღვანელობით ეწვია. სტუმრები ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების მიმართულებით არსებულ პროგრამებს და სასწავლო რესურსებს გაეცნენ, ასევე სამომავლო თანამშრომლების გეგმები დასახეს.
რექტორთან შეხვედრაზე ასევე განიხილეს ორმხრივი აკადემიური საქმიანობის და სამეცნიერო პროექტების დაგეგმვის, ერთობლივი საზაფხულო სკოლების ორგანიზების და შავი ზღვის აუზის ქვეყნების უნივერსიტეტების რექტორების პერიოდული შეხვედრების ხელშეწყობის საკითხები.